ჩვენ შესახებ

გამარჯობა, ეს თასმაა, ფერადი და ორიგინალური თასმების კომპანია.
თასმა შექმნილია ცვლილებების მოყვარული ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებს სტანდარტები და ცვლის.
ცვლის, რომ ხაზი გაუსვას საკუთარ გემოვნებას, გამოხატოს განწყობა და ხასიათი.
მოკლედ, ეს თასმაა, შენი ძველი და ახალი ფეხსაცმლის ახალი სიცოცხლისთვის
.

tasma.ge-ზე პროდუქცია განთავსებულია პრინტის და კლასიკურ კატეგორიებში.
პრინტი -  განკუთვნილი თავისუფალი სტილის და სპორტული ფეხსაცმელებისთვის ხოლო კლასიკური - ფორმალური სტილის ფეხსაცმელებისთვის. პრინტის კატეგორიაში არის მაღალი ხარისხის პოლიესტერის თასმები, ხოლო კლასიკური ფეხსაცმლის კატეგორიაში 100%-იანი ბამბის, ცვილიანი 29 განსხვავებული ფერის თასმა.

პრინტი განთავსებულია ორ კატეგორიად, ორი კოლექციის მიხედვით- შემოდგომის კოლექცია სადაც შესულია 12 განსხვავებული დიზაინი ცნობილი მხატვრების, მუსიკალური ჯგუფების ფილმებისა და მოდის ტრენდული ტექსტურების მიხედვით  და პირველი კოლექციის BETA-ს ბესტსელერები.

www.tasma.ge-ზე პროდუქციის შეძენა  შეგიძლიათ მხოლოდ ონლაინ გადახდის საშუალებით.